შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ზურაბ ბახტაძე![]()
ბიოგრაფიაზურაბ ბახტაძემ, 1973 წელს, დაამთავრა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი იწყებს მუშაობას მეცნიერ - მუშაკად საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტში მეღვინეობის განყოფილებაში, სადაც დაჰყო 1980 წლამდე. 1980 წლიდან, ზ. ბახტაძე, 20 წლის განმავლობაში, მუშაობდა თბილისის "სამტრესტი"–ს შამპანური ღვინოების ქარხანაში, თავდაპირველად ბიოქიმიური საამქროს უფროსად და შემდეგ - მთავარ შამპანისტად. იგი ავტორია ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონ - 1982"-ისა. მონაწილეა მეღვინეობის რამდენიმე საერთაშორისო კონგრესისა. არის სამეცნიერო შრომების ავტორი და მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის ცნობილი დეგუსტატორი. 2005 წლიდან იგი გახლავთ კონსულტანტი და სხვადასხვა კონკურსის სადეგუსტაციო კომისიის საპატიო წევრი. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 347 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |