The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



გურამ პაპუნიძე

გურამ პაპუნიძე
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   გურამ პაპუნიძემ 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე.

   1974 წლიდან ასპირანტურაშია და პარალელურად კვლევით სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებს "სამტრესტი"–ს ბაღდათის ღვინის ქარხანაში, სადაც დამზადებულ იქნა იმერული ტიპის სუფრის ღვინო "დიმი", რომელიც თბილისის N4 ღვინის ქარხანაში ჩამოისხა. ის, როგორც მეცნიერი, კვლევით სამუშაოებს ატარებდა "სამტრესტში" თელიანის, ზესტაფონის და თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნებში. 

   1980 წლიდან დაინიშნა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორად.

   1975 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია. 1976 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხოლო 2013 წლიდან იმავე აკადემიის აკადემიკოსია.

   არის ბათუმის ოჯახში დამზადებული ღვინოების ყოველწლიური ფესტივალის სადეგუსტაციო კომისიის უცვლელი თავმჯდომარე.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 348 გვ.

Member of Organizations

  • ბათუმის ოჯახში დამზადებული ღვინოების ყოველწლიური ფესტივალის სადეგუსტაციო კომისია, თავმჯდომარე