შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ვასილ ბოყოჩაძე![]()
ბიოგრაფიავასილ ბოყოჩაძემ, 1961 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და იმავე წელს დაინიშნა "სამტრესტი"–ს გომის სპირტის ქარხანაში ცვლის ინჟინერ-ტექნოლოგად. 1962 წლიდან, ს. ბოყოჩაძე, 52 წლის განმავლობაში, მუშაობს თბილისის კონიაკის ქარხანაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ხოლო 1980 წლიდან კონიაკის სპირტების დაძველების საამქროს უფროსია. როგორც კონიაკის გამოცდილი სპეციალისტი, 1967-1969 წლებში იგი მივლინებული იყო საკავშირო გაერთიანება "სოიუზპლოდიმპორტის" მიერ კვიპროსში კონიაკის სპირტების გამოხდის, შერჩევისა და სსრკ-ში კასრებით გამოგზავნის მიზნით. სამი წლის განმავლობაში მისი მეთვალყურეობით გამოხდილ იქნა დიდი რაოდენობით საკონიაკე სპირტები, რომელიც შემდგომ გამოიგზავნა საბჭოთა კავშირში და იქიდან ნაწილი - თბილისის კონიაკის ქარხანაში. დღესაც ქარხანაშია მაშინ გამოგზავნილი გერმანული და კვიპროსის მუხის კასრები. ბატონი ვასილი დაჯილდოებულია მთავრობის ჯილდოებით. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 349 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |