The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თეიმურაზ ბიწაძე

თეიმურაზ ბიწაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თეიმურაზ ბიწაძე, 1962-1968 წლებში, სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის ფაკულტეტზე.

   1961 წლიდან 1975 წლამდე მუშაობდა "სამტრესტი"–ს მუკუზანის N1 ღვინის ქარხანაში, თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში, გურჯაანის და კარდანახის ღვინის ქარხნებში ჯერ მუშად, შემდეგ ღვინის დამმუშავებლად და ბოლოს მეღვინედ. 1975-1979 წლებში კაჭრეთის ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობაზეა. 1979-1983 წლებში გურჯაანის მეღვინეობის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორია. 1983–2000 წლებში "სამტრესტის" ცენტრალურ აპარატში მუშაობდა მთავარ სპეციალისტად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად.

   2000 წლიდან, ბატონი თეიმურაზი, სააქციო საზოგადოება თბილისის "სავანე ღვინის N 1 ქარხნის" მენეჯერია.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 349 გვ.