The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვასილ ვასაძე

ვასილ ვასაძე
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   ვასილ ვასაძემ, 1965 წელს, დაამთავრა ლენინის სახელობის საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსანი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სრული კურსი, სპეციალობით "სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობა" და მიენიჭა ინჟინერ - მშენებლის კვალიფიკაცია.

   ვ. ვასაძემ მუშაობა დაიწყო და 1966 წლამდე იმუშავა კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებში. 1974 წლიდან იგი "სამტრესტი"–ს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსია, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1995 წლიდან - მთავარი ინჟინრის მოადგილე.

   1997 წლიდან – მთავარი ინჟინერია, შემდეგ გადაყვანილ იქნა "სამტრესტი"–ს სახაზინო საწარმოს ალკოჰოლიანი სასმელების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დირექტორად. ბატონმა ვასილიმ ამ თანამდებობაზე იმუშავა 2005 წლამდე.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 349 გვ.