The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თამაზ კონჭოშვილი

თამაზ კონჭოშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

  თამაზ კონჭოშვილი დაიბადა 1949 წლის 1 მარტს. 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიური ფაკულტეტი კონიაკის ტექნოლოგიის განხრით. 1969 წლიდან მუშაობდა თბილისში, ყოფილ დავით სარაჯიშვილის ლიქიორ-არყის ქარხანაში. 1972 წლიდან თბილისის N1 ღვინის ქარხანაში მუშად იწყებს მუშაობას. 

   1972 წელს ბრუნდება მშობლიურ ყვარელში და 1976 წლამდე მუშაობს რაიონში მწვრთნელად ქართულ ჭიდაობაში.

   1975 წელს მოეწყო მუშად ქინძმარაულის საწარმოო გაერთიანებაში, საიდანაც 1977 წელს გადაყვანილი იქნა კონიაკის სპირტსახდელი საამქროს უფროსად, ხოლო 1982 წლიდან შილდის N2 ღვინის ქარხნის დირექტორია.

   1987 წლიდან ყვარლის ქარხნის დირექტორია, ხოლო 1990 წლიდან ქარხანა აიღო იჯარით და მის ბაზაზე შექმნა საიჯარო საწარმო "ვაზის ცრემლები".

   1990 წლიდან საწარმოს ეწოდა კორპორაცია "ქინძმარაული", რომლის უცვლელი პრეზიდენტი გახლავთ ბატონი თამაზი.

   კორპორაცია ფლობს ორ შვილობილ კომპანიას - "კონჭო და კომპანია" და "კახეთი კომპანია". კორპორაციაში ძირითადად ბატონი თამაზის ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები.

   ყვარელში აქვს ქარხანა, რესტორანი, სასტუმრო, პურის საცხობი, სადეგუსტაციო დარბაზი, დამხმარე მეურნეობა და ჰესი.

   თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე, კომპანია ფლობს კერძო საფირმო მაღაზიას.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 350 გვ.