The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ზურაბ ტყემალაძე

ზურაბ ტყემალაძე
Date of birth:18 January, 1944  (80 years)
Category:Manufacturer

Biography

   დავით ტყემალაძე დაიბადა 1944 წლის 18 იანვარს. 1960 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1965 წელს – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 

   1965-1992 წლებში მუშაობდა "სამტრესტი"–ს ღვინის სხვადასხვა ქარხანაში: წითელწყაროს ღვინის ქარხანაში ოსტატ-მეღვინედ; ვარკეთილის ღვინის ქარხნის უფროს ინჟინერ-ტექნოლოგად; სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქ. საგარეჯოს ქარხნის მთავარ ინჟინერად.

   1981 წელს იმყოფებოდა ხანგრძლივი მივლინებით საფრანგეთში.

   1992 წლიდან არის საქართველოში პირველი პრივატიზებული საწარმოს შპს "სამების" გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან გენერალური დირექტორია.

   1994 წლიდან ხდება მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი. 1998 წლიდან – მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტი.

   მინიჭებული აქვს დოქტორის წოდება. არის 20-ამდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-ამდე დასახელების ქართული სამარკო ღვინის ავტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, ბიზნეს–მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქველმოქმედო საზოგადოება "თბილისელი"–ს საპატიო წევრი.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 351 გვ.

   

Member of Organizations

  • საქ. ეროვნული აკადემია, საპატიო წევრი
  • საქველმოქმედო საზოგადოება "თბილისელი", საპატიო წევრი
  • ბიზნესმეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ - კორესპონდენტი