| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
მურმან ქურიძე![]()
Biographyმურმან ქურიძემ 1967 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინეობის განხრით და დაიწყო მუშაობა ქ. ლენინგრადის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად, საამქროს უფროსად. 1971 წელს ბრუნდება საქართველოში და იწყებს მუშაობს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის მრეწველობის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად. 1975 წელს სწავლა განაგრძო ქ. იალტაში მევენახეობისა და მეღვინეობის საკავშირო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "მაგარაჩის" ასპირანტურაში, სადაც 1978 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1978 წლიდან 2004 წლამდე მუშაობს - საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის მრეწველობის განყოფილების უფროს მეცნიერ-მუშაკად; კაჭრეთის ღვინის ქარხნის მთავარ ინჟინერ-ტექნოლოგად; თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ წარმოების დარგში. საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად. მისი ინიციატივით დასახელება "მუხრანი" შეიცვალა და დარეგისტრირდა დასახელებით "ბაგრატიონი 1882". 2004-2008 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. 2006 წლიდან – საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. 2008 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა საქ. კონტროლის პალატაში სოფლის მეურნეობის მთავარ ექსპერტად; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. 2008 წელს, მისი უშუალო ინიციატივით, საქართველოში ჩატარდა OIV-ის ეგიდით საერთაშორისო დეგუსტაცია. 2010 წელს - მეღვინეობის 33-ე საერთაშსორისო კონგრესი. 2013 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს ენოლოგთა ეროვნული კავშირი, რომლის თამჯდომარედ დამფუძნებლებმა აირჩიეს ბატონი მურმანი. არის მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 351 გვ. Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

