The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვასიკო სიხარულიძე

ვასიკო სიხარულიძე
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   ვასილ სიხარულიძე 1968 წელს ჩაირიცხა საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1973 წელს კვების მანქანა-აპარატების ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით.

   1973-1984 წლებში იმუშავა საკავშირო ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს ინსტიტუტ "ГИПРОМЯСО"-ს უფროს ინჟინრად; "ВНИИТМЕ"-ს საპატენტო განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელად; საქართველოს სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციისა და მექანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელად; საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარი მექანიკოსად.

   1984-2005 წლებში "სამტრესტი"–ს ცენტრალური აპარატის ტექნიკური სამმართველოს უფროსია, შემდეგ -ლიცენზირობის სამმართველოს უფროსის მოადგილე და სერთიფიცირების სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი. 2006-2010 წლებში შპს "აგროინდუსტრია +" - ის დირექტორია.  2011 წლიდან - შპს "გეო-ალკოს" დირექტორია. 2007 წლიდან - ღვინის სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრია.

   1986 წელს სწავლობდა საქ. სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში. 2009 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ-ის დეგუსტაციის კვალიფიკაციის სერთიფიკატის მფლობელი.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 352 გვ.

Member of Organizations

  • ღვინის სააგენტოს სადეგუსტაციო კომისია, წევრი