The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გოდერძი გონაშვილი

გოდერძი გონაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გოდერძი გონაშვილმა, 1968 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია.

   1968 წლიდან მუშაობას იწყებს მეღვინე-ტექნოლოგად ჯერ ბათუმის, ხოლო შემდგომ - ახალციხის ღვინის ქარხანაში.

   1982 წლიდან, იგი ბრუნდება მშობლიური დედოფლისწყაროს რაიონში და ინიშნება ფიროსმანის ღვინის წარმოებაში მთავარ მეღვინედ.

    სამსახურის დატოვების შემდეგ, გ. გონაშვილმა განაგრძო მეღვინეობა, გააჩნია საკუთარი მარანი და ეწევა კომერციულ საქმიანობას.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 355 გვ.