The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



შენგელი გოგილაშვილი

შენგელი გოგილაშვილი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

    შენგელი გოგილაშვილმა, 1962 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინეობის ინჟინერიის განხრით.

   1963 წლიდან იგი "სამტრესტის" ხირსის ღვინის ქარხნის რიგით მეღვინედ დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით, იმავე ქარხანაში - მთავარ მეღვინედ. 1966 წელს გადაყვანილი იქნა ყვარლის რაიონის ქინძმარაულის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხნის უფროს მეღვინედ. 1969 წლიდან – ქინძმარაულის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ. 1983 წლიდან, შ. გოგილაშვილი შობლიურ დედოფლისწყაროს უბრუნდება და მუშაობას განაგრძობს დედოფლისწყაროს ქარხნების მთავარ მეღვინედ. 1992 წელს განხორციელდა ქარხნების პრივატიზაცია და იგი დაინიშნა ქარხნის დირექტორად.

     ბატონ შენგელის მინიჭებული აქვს საქ. დამსახურებული მეღვინის წოდება, ხოლო 1975 წელს საქ. მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა წარჩინებული მეღვინის წოდება და გადაეცა სახელობითი ოქროს საათი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 355 გვ.