The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



იუზა ვასაძე

იუზა ვასაძე
Date of birth:1935  (89 years)
Category:Manufacturer

Biography

    იუზა ვასაძე დაიბადა 1935 წელს. 1959 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობა-მეხილეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს – სოხუმის სუბტროპიკულ მეურნეობათა ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი.

   მან მუშაობა 1961 წელს დაიწყო და 2011 წლამდე იმუშავა "სამტრეესტი"–ს სისტემის ქარხნებში ინჟინერ-ტექნოლოგად, მთავარ მეღვინედ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად; მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად, განყოფილების გამგედ და სოფელ გალავნის ექსპერიმენტული მეურნეობის დირექტორად; მცხეთის მევენახეობისა და საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობის დირექტორიად; რესპუბლიკური გაერთიანება "სამტრესტი"–ს მმართველად; მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად.

   2011 წლიდან, ი. ვასაძე, საქართველოს  "მევენახეთა, მეღვინეთა და მებაღეთა სამეცნიერო-კვლევითი საწარმოო კავშირის" (არასამთავრობო ორგანიზაცია), პრეზიდენტია.

   ბატონმა იუზამ, 1986 წელს, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

   იგი არჩეულია სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილ წევრად, არის საქ. აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 356 გვ.

Member of Organizations

  • სოფლის მეურნეობის აკადემია, ნამდვილი წევრი