The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



პეტრე მესხიძე

პეტრე მესხიძე
Date of birth:4 April, 1954  (70 years)
Date of death:19??
Category:Manufacturer

Biography

   პეტრე მესხიძე დაიბადა 1954 წლის 4 აპრილს. 1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი "კვების მრეწველობის მანქანები და აპარატები"–ს სპეციალობით. 1983 წელს ქ. მოსკოვში ამთავრებს საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტს "ღვინის ტექნოლოგიის" სპეციალობით. 

   1976 წლიდან 1983 წლამდე მუშაობდა "სამტრესტი"–ს თბილისის კონიაკის ქარხანაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1983 წლიდან "სამტრესტი"–ს (სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო) აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზეა – კონიაკის წარმოების მთავარი სპეციალისტი, ტექნოლოგიურ დისციპლინაზე სახელმწიფო კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე, მევენახეობის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ანალიზისა და ნორმატივების სამმართველოს უფროსი.

   2002 წელს იყო გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტი მეღვინეობის დარგში. მონაწილეობდა "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში. სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრია. არის მეღვინეობის დარგში 4 გამოგონების ავტორი და თანაავტორი, ღირსების ორდენის კავალერი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 187 გვ.

Member of Organizations

  • სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენის კავალერი