შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
აბესალომ ოდიშარია![]()
ბიოგრაფიააბესალომ ოდიშარიამ 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით და დაიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანა N3–ში. 1974 წლიდან ქარხანას შეუერთდა თბილისის N1 და N4 ღვინის ქარხნები და ეწოდა საწარმოო გაერთიანება "თბილღვინო". აბესალომ ოდიშარია ერთ–ერთი მეღვინეა, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ერთ საწარმოში გაატარა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მეღვინე–ტექნოლოგად სხვადასხვა საამქროში, ხოლო ბოლო 15 წელი იყო წარმოების უფროსი. 2004 წლიდან პენსიაზეა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 358 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |