Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ვახტანგ კეკელიძე![]()
Biographyვახტანგ კეკელიძემ 1964 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტი. 1965 წლიდან საქართველოს მებაღე–მევენახეობის ინსტიტუტში, მებაღეობის სამმართველოში, იწყებს მუშაობას მეცნიერ–მუშაკად. 1967–1974 წლებში ამავე ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების მეცნიერ–მუშაკია. 1974 წლიდან "სამტრესტი"–ს წითელწყაროს ღვინის ქარხანაში ჯერ მეღვინეა, შემდეგ – მთავარი ინჟინერი. 1988 წლიდან გადაჰყავთ ''სამტრესტი"–ს აპარატში საწარმოო განყოფილებაში მეღვინედ, შემდგომ – მეღვინეობის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 წლიდან 2004 წლამდე საწარმოო განყოფილების უფროსია; ლიცენზირებისა და ტექნოლოგიური დისციპლინის სახელმწიფო კონტროლის სამმართველოს უფროსია; ლიცენზირებისა და სერთიფიცირების სამმართველოს უფროსია. 2006 წლიდან პენსიაზეა. არის კალათბურთში საპატიო სპორტის ოსტატი, თამაშობდა თბილისის "დინამო"–ს კალათბურთის გუნდის შემადგენლობაში. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 358 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |