The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ავთანდილ მელუა

ავთანდილ მელუა
Date of birth:1931  (93 years)
Category:Manufacturer

Biography

   ავთანდილ მელუა დაიბადა 1931 წელს ქ. ბათუმში.  

   1955 წელს დაამთავრა მოსკოვის მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მეღვინე–ტექნოლოგის სპეციალობით და დაიწყო მუშაობა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ტექნოლოგად. შემდეგ, 1959 წლიდან 1978 წლამდე იმუშავა: ბათუმის ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად; საამქროს უფროსის მოადგილედ და მთავარი შამპანისტის მოადგილედ თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში; საქართველოს სახალხო კონტროლის ინსპექტორად; შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორად; "სამტრესტი"–ს მმართველად და შემდეგ ერთი წელი – მთავარი მეღვინედ. მომდევნო წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში პროექტის მთავარ ინჟინრად.

   მიღებული აქვს რამოდენიმე სახელმწიფო ჯილდო. მისი ხელმძღვანელობით, პირველად საქართველოში, თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში, დაინერგა შოკინოს მეთოდით თანამშრომელთა ანაზღაურება. მონაწილეობა აქვს მიღებული მევენახეობა–მეღვინეობის მსოფლიო კონგრესებსა და საერთაშორისო დეგუსტაციებში.

   ყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 358 გვ.