| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
თეიმურაზ გონჯილაშვილი![]()
ბიოგრაფიათეიმერაზ გონჯილაშვილმა, 1981 წელს, დაამთავრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობა–მეღვინეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1984 წელს დაამთვრა აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თ. გონჯილაშვილი მუშაობს: 1981–1982 წწ. მუშაობდა "სამტრესტი"–ს თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში მეღვინე ოსტატად. 1984–1986 წწ. აგრარული უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე უფროსი ლაბორანტია. 1986–1987 წწ. საქართველოს ღვინის მრეწველობის სპეციალური საკონსტრუქტორო ტექნიკური ბიუროს უფროსი ლაბორანტია. 1987–1991 წწ. მებაღეობა–მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის უფროსი ინჟინერ–ქიმიკოსია. 1991–2001 წწ. აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის კათედრაზე ასისტენტია. 1995–1999 წწ. მუშაობს "სამტრესტი"–ს კარდანახის ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ. 1999 წლიდან 2005 წლამდე, თ. გონჯილაშვილი მუშაობს მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე შემდეგ კომპანიებში: ერთობლივი ქართულ–ფრანგული მეღვინეობის ფირმა "კასტელ–ჯორჯია", ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი ქართულ–ჩინური მეღვინეობის ფირმა 'ჯი–ვი ენდ ელ", ერთობლივი ქართულ–გერმანული მეღვინეობის ფირმის "დოიჩე–ინდუსტრიალ კომპანი" და "მანავის ღვინის მარანი". 2004–2006 წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტთან არსებული ექსპერიმენტული ღვინის ქარხნის დირექტორია. 2005 წლიდან იგი კვლავ მთავარი ტექნოლოგია შ.პ.ს. "ქინძმარაულის მარანში". თეიმერაზ გონჯილაშვილს, 2003 წლიდან, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ-ის მიერ, მიენიჭა დეგუსტატორის კვალიფიკაცია. 2007 წლიდან არჩეულია მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრად. ამ წლებში გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი. აქვს 3 საავტორო მოწმობა, 2 პატენტი. დაჯილდოებულია "სსრკ–ს გამომგონებლი" ნიშნით. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 359 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

