შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გურამ სულთანიშვილი![]()
ბიოგრაფიაგურამ სულთანიშვილმა 1958 წელს დაამთავრა ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეღვინეობის ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 1958 წლიდან "სამტრესტი"–ს განაწილებით გაიგზავნა ამბროლაურის ღვინის ქარხანაში და დაიწყო მუშაობა მეღვინე ბრიგადირად, შემდეგ – ამავე ქარხანაში ჩამოსხმის საამქროს უფროსად, უფროს ინჟინერ–ტექნოლოგად. 1968–1996 წლებში ამბროლაურის ღვინის ქარხანათა სამმართველოს გაერთიანების მთავარი მეღვინეა. 1996 წლიდან იქმნება ამბროლაურის ღვინის ქარხანასთან შ.პ.ს "ბარაკონი", 2001 წელს შ.პ.ს "ოქროს ხვანჭკარა", შემდეგ შ.პ.ს. "ხვანჭკარა პრემიუმი". ამ კომპანიებში მას მთავარი მეღვინის პოსტი უკავია. არის საქართველოს დამსახურებული მეღვინე და მთავრობის ჯილდოების მფლობელი. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 360 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |