The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ჯიმი ქვარცხავა

ჯიმი ქვარცხავა
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ჯიმი ქვარცხავამ 1963 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი კვების მრეწველობის ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობს სპირტსახდელის საამქროს უფროსად. 1969 წლიდან 199 წლამდე იმუშავა –  "სამტრესტი"–ს ვარკეთილის ღვინის ქარხანაში უფროს ინჟინერ–ტექნოლოგად; სპირტსახდელი და სპირტსაცავი საამქროს უფროსად; თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ღვინომასალების, ტარისა და მზა პროდუქციის საამქროებში მატერიალურ პასუხისმგებელ პირად; ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსად. 1995 წელს "სამტრესტი"–ს ბრძანებით დაინიშნა ქალაქ ფოთში ღვინის ქარხნის დირექტორად.

   1999 წლიდან 2005 წლამდე კერძო სტრუქტურაშია, 2005 წლიდან პენსიაზეა.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 361 გვ.