შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
თემურ კორტავა![]()
ბიოგრაფიათემურ კორტავამ, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თბილისის N4 ღვინის ქარხანაში მუშად, შემდეგ მეღვინედ. 1974 წლიდან სადეგუსტაციო დარბაზ "საშანიკო"–ს დირექტორია. 1975 წლიდან N1 ღვინის ქარხანაში მეღვინე–ტექნოლოგია, მთავარი მეღვინე და დირექტორი ტექნოლოგიის განხრით. პარალელურად სწავლობს მებაღე–მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში და იცავს საკანდიდატო დისერტაციას. 2007 წლიდან კომპანია "ხარება"–შია, შემდეგ "სამტრესტი"–ს მარნის კონსულტანტად მუშაობს. მინიჭებული აქვს ლევ გოლიცინის ოქროს მედალი, არჩეულია სოფლის მეურნეობის აკადემიის ვიცე–პრეზიდენტად. ავტორია რამოდენიმე მონოგრაფიისა. ჰყავს სამი ვაჟი და სამივე მეღვინე–ტექნოლოგია. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 363 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |