The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ირაკლი დვალი

ირაკლი დვალი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ირაკლი დვალმა, 1975 წელს, დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ინჟინერ–ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინეობის განხრით.

   1976 წელს იგი იწყებს მუშაობას "სამტრესტი"–ს გურჯაანის საწარმოო გაერთიანების ველისციხის ღვინის ქარხანაში ჯერ მუშა–მეღვინედ, ხოლო 1978 წლიდან – ინჟინერ–ტექნოლოგად.

   ი. დვალი, 1987 წელს, სამუშაოდ გადადის "სამტრესტი"–ს გურჯაანის საწრმოო გაერთიანების კაჭრეთის ღვინის ქარხანაში სამარკო ღვინოების საამქროს უფროსად და, 1991–2006 წლებში, ამავე ქარხნის მთავარი ტექნოლოგად.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 363 გვ.