შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
კოტე ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიაკოტე ბაქრაძე, 1953 წელს, ჩაირიცხა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1958 წელს. იმავე წელს დაიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს N2 ღვინის ქარხანაში მეღვინე–ოსტატად. 1964–1965 წლებში იგი თბილისის კონიაკის ქარხანაშია სამარკო კონიაკების საამქროს ტექნოლოგად. 1965–1974 წლებში – თბილისის N3 ღვინის ქარხნის ღვინომასალების საამქროს მეღვინეა და ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე. 1974 წლიდან, კ. ბაქრაძე, 26 წელი მუშაობდა "სამტრესტი"–ს ცენტრალურ ლაბორატორიაში ჯერ უფროს ენოქიმიკოსად, შემდეგ პროდუქციის ხარისხის კონტროლის უფროს ინჟინრად, შემდეგ ლიცენზიის სამმართველოს უფროს ინჟინრად და "სამტრესტი"–ს პროდუქციის ხარისხის სამმართველოს უფროს ინჟინრად. ბატონი კოტე 200 წლიდან პენსიაზეა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 365 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |