The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გიორგი ანდრონიკაშვილი

გიორგი ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:1928  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   კახურ ღვინოს ამზადებდნენ საკუთარი ვენახების ყურძნისაგან და ყიდდნენ ანდრონიკაშვილების გვარის წარმომადგენლები.

   გიორგი ანდრონიკაშვილი დაიბადა 1856 წელს. მან დაარსა ფირმა "მელანი" და კახურ ღვინოებს ამზადებდა. ეტიკეტი ოფიციალურად რეგისტრირებული იყო და მთავრობის მიერ ნებადართული. წარმომადგენლობა ჰქონდა როგორც თბილისში, ასევე ბაქოში. მაღაზია, საწყობი და კანტორა ჰქონდა თბილისში, მიხეილის პროსპექტსა და ოლღას ქუჩაზე. ასევე, ივანე ანდრონიკაშვილთან ერთად – კახური ღვინოების სარდაფი გოლოვინის პროსპექტზე.

   თავისი ვენახების ყურძნისაგან დამზადებული ღვინოები – განსაკუთრებული კახური N2 მუკუზანი, განსაკუთრებული კახური N5 მუკუზანი და კახური ღვინო N4 მელაანი – ეტიკეტზე დატანებული საკუთარი ლოგოთი გაჰქონდა სარეალიზაციოდ. მის ღვინოებს მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ღირსების ჯილდოები: 1889 წელს – თბილისში, 1898 წელს– ნიჟნი–ნოვგოროდში, 1894 წელს – სანქტ–პეტერბურგში, 1901 წელს – თბილისში და 1903 წელს –განჯაში.

   თავადი ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1928 წელს. 

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 253 გვ.