შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ივანე ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიაივანე ანდრონიკაშვილი დაიბადა 1862 წელს სოფელ მელაანში. 1887 წელს მოსკოვში დაამთავრა პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). 1889-1902 წლებში მუშაობდა კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ხალხში აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს, ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებსა და სხვა. 1902-1916 წლებში იყო ბათუმის ქალაქის თავი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“. 1921 წელს ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „სოფლის მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველ სასოფლო-სამეურნეო და კუსტარულ-სამრეწველო გამოფენას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართველოს პავილიონის მოწყობას. თავადი ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1947 წელს თბილისში. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 253 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |