The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



შალვა ღლონტი

შალვა ღლონტი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   ქ. ტუაფსეში შალვა ღლონტს საკუთარი ღვინის საამქრო და საწყობი ჰქონდა. იგი შემაგრებული ღვინოებით, არყითა და ალკოჰოლური სასმელებით ამარაგებდა ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებსა და პორტის თანამშრომლებს. აგრეთვე აწარმოებდა ნატურალურ ყურძნის ღვინოებს, რომელთაგან განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა სუფრის N5, სვირის N2, საკურორტო და სხვა. ტუაფსეს პორტიდან ღვინოები ზღვით რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაჰქონდათ. ტუაფსეში შალვა ღლონტის ფირმა ცნობილი იყო "ალაზნის" სახელით.

   მას ჰყავდა სოხუმში კომპანიონები, ძმები მუხუზლები, მათთან ერთად გახსნილი ჰქონდა ფირმა "ვაზი". იქ აწარმოებდა ბოთლებში ღვინის ჩამოსხმას და არსებული საწყობიდან ღვინის რეალიზაცია ხდებოდა როგორც ქალაქ სოხუმის მომხმარებლებსა და დამსვენებლებს შორის, ასევე საქართველოს სხვა ქალაქების რესტორნებსა და საზკვების ობიექტებში.  ბოთლში ჩამოსხმული ღვინით, შალვა ღლონტი, სისტემატურად უზრუნველყოფდა მშობლიურ რაიონს, ოზურგეთის მაზრას.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 227 გვ.