The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ლუიზა ბუჩუკური

ლუიზა ბუჩუკური
Date of birth:1945  (80 years)
Date of death:19??
Category:Manufacturer

Biography

   ლუიზა ბუჩუკური დაიბადა 1945 წელს წითელწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში მეღვინეობის ტექნოლოგიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. პარალელურად, 1963 წლიდან 1969 წლამდე, მუშაობდა ღვინის N1 ქარხანაში მუშად როგორც ღვინომასალების, ასევე ჩამოსხმის საამქროში.

   1969 წლიდან 1971 წლამდე მუშაობას აგრძელებს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში კვების ტექნოლოგიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ მუშაკად, პროფესორ ფელიქს მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. 1971 წლიდან 1974 წლამდე  მუშაობს ქიმიკოსად მარნეულში, ყულარის ღვინის ქარხანაში, სადაც მზადდება შემაგრილებელი და საკონიაკე ღვინომასალები. 

   1974 წლიდან, ლ. ბუჩუკური, გადაჰყავთ ლაბორატორიის გამგედ და ტექ.ქიმ. კონტროლად მცხეთის, მუხრანის, ლენინგორის საწარმოო გაერთიანებაში, სადაც მუშაობს 1997 წლამდე. აქ ძირითადად მზადდებოდა უმაღლესი ხარისხის საშამპანურე ღვინომასალები და საბრენდე სპირტი.

   ქალბანი ლუიზა იყო ერთ–ერთი, ვისაც დაებადა უალკოჰოლო ღვინის შექმნის იდეა.

   მცხეთაში მუშაობის დროს, მას მიღებული აქვს სიგელები და ბრინჯაოს მედალი მოსკოვში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარისხისათვის.

   1997 წლიდან 1999 წლამდე მუშაობას იწყებს შ.პ.ს. "ანნა"–ში ლაბორატორიის გამგედ და შემდეგ – ჩამოსხმის საამქროს უფროსად.

   2000–2005 წლებში მუშაობს ღვინის ქარხანა TWS–ში მთავარ ტექნოლოგად.

   ლუიზა ბუჩუკური 2006 წლიდან პენსიაზეა.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 292 გვ.

Awards and Honors

  • ბრინჯაოს მედალი
    მოსკოვში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარისხისათვის