The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნინო ჩხარტიშვილი

ნინო ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ნინო ჩხარტიშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილის ქალიშვილი, 1991 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლას განაგრძობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა–მეღვინეობის ფაკულტეტის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიის, კერძოდ მეღვინეობის ტექნოლოგიის სპეციალობაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფია ეხებოდა ღვინის დაწმენდისა და სტაბილიზაციის ახალი მეთოდების დამუშავებას.

   1999–2001 წლიდან მუშაობა დაიწყო სს "თელიანი ველში", სადაც ასრულებდა მეღვინე–თეორეტიკოსის მოვალეობას.

   2000–2005 წლებში თავისი პროფრესიული საქმიანობა განაგრძო შვეიცარული კომპანიის "ICT GROUP"-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, რომელიც იმ დროისათვის მევენახეობა–მეღვინეობაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ძირითადმა მენეჯმენტმა, რომლის წევრსაც წარმოადგენდა ქალბატონი ნინო, შეძლო მოკლე დროის მანძილზე ბაზარზე სათანადო ადგილის დამკვიდრება ახალი ბრენდით "შუმი", მისივე ხელმძღვანელობით საფუძველო ჩაეყარა ქარხანაში წარმოებისა და პროდუქციის ხარისხის მენეჯმენტის დანერგვის პროცესებსა და ეკოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოებას. პარალელურად სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურეობას უწევდა ინ პერიოდისათვის ღვინის ახალ მწარმოებლებს.

    შემდეგი ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ვაზისა და ღვინის" დეპარტამენტ – "სამტრესტში" – მეღვინეობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამებობაზე. ამ პერიოდის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას მებაღეობა–მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სასერტიფიკაციო ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომლის თანამდებობაზე.

   წლების განმავლობაში იმაღლებს კვალიფიკაციას ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, გერმანია, უნგრეთი, ავსტრია, ისრაელი და სხვა, დაეუფლა ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმის მენეჯმენტს. გარდა ამისა, 

"Amcharm"–ის ექსპერტების ჯგუფის აქტიური წევრია.

   ქალბატონი ნინო კითხულობს ლექციებს თბილისის ყურძნის, ხილ–ბოსტნეულის წარმოების, გადამუშავების ტექნოლოგიის და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტში, მუშაობს პროფესორის თანამდებობაზე. არის საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორი სამეცნიერო გრანტი–პროექტის მონაწილე და ამერიკულ–ქართულ უნივერსიტეტში (GAU) ღვინის სასერტიფიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 294 გვ.