The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ირაკლი ნანეიშვილი

Date of birth:1969  (55 years)
Category:Manufacturer

Biography

   ირაკლი ნანეიშვილი დაიბადა თბილისში 1969 წელს. 1991 წელს ჩაირიცხა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1996 წელს დაამთავრა მეღვინე ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით. იმავე წლიდან მუშაობას იწყებს ქალაქ გორში ღვინის საწარმო–ფირმა შ.პ.ს. "ფალავანში" უფროსი ტექნოლოგის თანამდებობაზე. მისი უშუალო მონაწილეობით, წარმოებაში დამონტაჟდა ახალი – იტალიური წარმოების ჩამოსხმის ხაზები, დაინერგა ღვინის დამუშავებისა და ჩამოსხმის თანამედროვე ტექნოლოგიები, რის გამოც, შესაძლებელი გახდა გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის 90%–ის საექსპორტო დანიშნულებით გამოყენება.

   2005–2008 წლებში სწავლას განაგრძობს საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში. თავის კოლეგასთან ერთად მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებზე, საიდანაც ჩამოაქვთ ახალი დანადგარები და დამხმარე მასალები, რომელიც შემდეგ გამოიყენებულ იქნა წარმოებაში.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 304 გვ.