The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალექსი ბატიაშვილი

ალექსი ბატიაშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1995  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ალექსი ბატიაშვილი დაიბადა 1915 წელს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. დაამთავრა ბაკურციხის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლა.

   სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად, აგრონომად, სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ. 1970 წლამდე იგი პარტიულ საქმიანობაშია. 

   1973–1981 წლებში ალექსი ბატიაშვილი წინანდლის ღვინის ქარხანაში მუშაობს დირექტორად, ხოლო 1982–1989 წლებში წინანდლის საწარმოო გაერთიანების დირექტორის მოადგილედ. 1989 წლიდან ხდება პერსონალური პენსიონერი. მას მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები, არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატად, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად.

   ბატონი ალექსი გარდაიცვალა 1995 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 135 გვ.