The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პეტრე ბრეუსი

დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2000  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

  პეტრე ბრეუსი დაიბადა 1927 წლის 2 დეკემბერს. მუშაობდა ბათუმის ღვინის ქარხანაში. ბათუმის ღვინის ქარხანა გურია–აჭარის რეგიონს ამარაგებდა ღვინით და მათი ნაწარმი ყოველთვის წარმატებით იყიდებოდა. ბათუმის ღვინის ქარხნის ლიკვიდაციის შემდეგ, ბრეუსი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და წარმატებული ბიზნესმენი გახდა.

   გარდა მეღვინისა, იგი იყო ცნობილი წყალბურთელი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. რომელიც საქართველოს სახელით მრავალ ასპარეზობაში მონაწილეობდა და ქართული წყალბურთის წარმატებებში თავისი წვლილი შეჰქონდა. 

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 381 გვ.