The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



დიმიტრი გედევანიშვილი

დიმიტრი გედევანიშვილი
Date of birth:2 December, 1884
Date of death:1958  (at 73 years)
Category:Manufacturer

Biography

   დიმიტრი გედევანიშვილი დაიბადა 1844 წელს სოფელ კირბალში. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. სწავლა  თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა.

   1907 წელს დიმიტრი შედის ნოვოალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში, აგრონომიულ ფაკულტეტზე, რომელსაც ამთავრებს 1914 წელს. სტუდენტობის პერიოდშივე იწყებს სამეცნიერო მუშაობას აკადემიკოს კ. გლინკას ლაბორატორიაში. 1910–1912 წლებში იგი მონაწილეობდა შორეულ აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციაში, რომელსაც კ. გლინკა ხელმძღვანელობდა. დაღესტანში მუშაობდა ოლქის აგრონომად.

   1919 წელს ბატონი დიმიტრი მუშაობას იწყებს საქართველოს მიწათმოქმედების სამინისტროში სასოფლო–სამეურნეო განყოფილების უფროსად. იმავე წელს მას იწვევენ ახლად გახსნილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგედ. 1921–1924 წლებში, კათედრაზე მუშაობის პარალელურად, იგი კითხულობს ლექციებს თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან – საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობს ნიადაგმცოდნეობის კათედრას. ბატონი დიმიტრი იყო კოლხეთის ნიადაგების პირველი მკვლევარი და პირველი ლექტორი, რომელიც ნიადაგმცოდნეობას ქართულად კითხულობდა.

   1924–1925 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს მიწსახკომის სახალხო მამულების ტრესტის მმართველად.

   1923–1929 წლებში, მისი უშუალო მონაწილეობით, მეცნიერული საფუძველი ჩაეყარა მევენახეობის აღდგენისა და განვითარების საქმეს. 1927 წელს მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით საფუძვლიანი გამოკვლევა ჩატარდა ჩაის კულტურისათვის ვარგისი ნიადაგების შერჩევისა და გამოყოფისათვის. 

   1930 წელს ბატონმა დიმიტრიმ პირველმა შეადგინა ნიადაგების რუკა, ხოლო 1932 წელს – იყო ერთ–ერთი შემდგენელი ამიერკავკასიის ნიადაგების რუკისა.

   1932 წელს, საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის საკვალიფიკაციო კომისიამ დ. გედევანიშვილს მიაკუთვნა პროფესორობა მნიშვნელოვანი სამეცნიერო–კვლევითი ნაშრომებისათვის, ხოლო 1943 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1950 წელს, საკავშირო უმაღლესი საატესტაციო კომისიის დადგენილებით, მას, დისერტაციის დაუცველად, მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.  1955 წელს – აირჩიეს საქართველოს მევნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად, 1957 წელს – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. იგი იყო ნიადაგმცოდნეობის საკავშირო საზოგადოების საქართველოს განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე, არის ორი წიგნის ავტორი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები – შრომის წითელი დროშის ორი ორდენი და მედლები.

   ბატონი დიმიტრი გარდაიცვალა 1958 წელს. 

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 13 გვ.

Awards and Honors

  • მედლები
  • შრომის წითელი დროშის ორი ორდენი