შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ბესარიონ თალაკვაძე![]()
ბიოგრაფიაბესარიონ თალაკვაძე დაიბადა 1874 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში. 1898 წელს დაამთავრა თბილისის სემინარია, ხოლო 1903 წელს ყირიმში ნიკიტინის სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელი მევენახე–მეღვინეობის სპეციალობით. 1920 წლამდე იგი მუშაობდა ყირიმში, გურზუფში, იალტაში, ალუპკაში, პარტენიტში მევენახე–მეღვინედ. შემდეგ ბრუნდება საქართველოში და 1923 წლამდე მუშაობს სოფელ ასკანაში მებაღეობა–მევენახეობის დარგში ამერიკული ჯიშის ვაზის სადედე მეურნეობის გაშენებაზე. ბ. თალაკვაძემ, 1939 წლამდე, იმუშავა "სამტრესტი"–ს სისტემაში კარდენახის მამულის გამგედ, წარმოკავშირში მეღვინედ, კოოპერატივ "იმერეთში" მეღვინედ, მუკუზნის საბჭოთა მეურნეობაში მეღვინედ, ვარციხის მეურნეობაში მეღვინედ, გურჯაანის რაიკანტორის უფროს მეღვინედ. 1939 წლიდან მუშაობს წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინის მოადგილედ. იგი იყო მაღალი კვალიფიკაციის მევენახეობა–მეღვინეობის დარგის სპეციალისტი. ბატონი ბესარიონი გარდაიცვალა 1943 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 73 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |