The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ალექსანდრე თუშმალიშვილი

ალექსანდრე თუშმალიშვილი
Date of birth:1876
Date of death:1938  (at 62 years)
Category:Manufacturer

Biography

   ალექსანდრე თუშმალიშვილი დაიბადა 1876 წელს თბილისში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ყოფილ მეორე ვაჟთა გიმნაზიაში. 1894 წელს, თბილისის სამეურნეო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იწყებს პრაქტიკანტად მუშაობას მუკუზნის ყოფილ საუფლისწულე მამულში, სადაც ეუფლება მევენახეობა–მეღვინეობის მეცნიერებას. შემდეგ, საუფლისწულო მამულთა მმართველობამ, იგი ქ. ნოვოროსიისკთან მდებარე აბრაუ–დიურსოს შამპანურის დამზადების საუფლისწულო მამულში გაგზავნა. ბატონმა ალექსანდრემ თან წაიყვანა კახეთიდან ვენახის სპეციალისტები და იქ დაამკვიდრა ვაზის გასხვლის ტრადიციული ქართული წესები.

   1900 წელს, თუშმალიშვილი აბრაუ–დიურსოს საუფლისწულო მამულიდან კვლავ კახეთის, წინანდლის საუფლისწულო მამულში დაბრუნდა სამუშაოდ. ცარიზმის დროს საუფლისწულო მამულის უფროსად ან რუსი, ან უცხოელი ინიშნებოდა, მამულების მმართველი ქართველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მიუხედავად ამ შეზღუდვისა, 1911 წელს, თავისი იშვიათი მონაცემების წყალობით, მთავარი სამმართველოს განკარგულებით, მუკუზნის საუფლისწულო მამულის მმართველად ბატონი ალექსანრდე დაინიშნა.

   ფილოქსერის ეპიდემიის პერიოდში, ა. თუშმალიშვილმა ერთ–ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ამერიკული ვაზის სადედეს კახეთში. მისი ინიციატივით, სოფელ ჩუმლაყში, აშენდა ამერიკული ვაზის სათბური, რომლის გამგედ კოტე ნაკაშიძე დაინიშნა. 

   ბატომა ალექსანდრემ ცალკე ნაკვეთზე დარგო სადესერტო ვაზის ევროპული ჯიშები, გააშენა საუკეთესო ხილის ბაღი, ბულგარელებს გააკეთებინა სანიმუშო ბოსტნები, გზის ორივე მხარეს ჩაყარა ცაცხვისა და აკაციის ნერგები, რომელსაც კახელებმა თუშმალიშვილის ხეივანი შეარქვეს. სოფელ კახისხევზე ააშენებინა ჯებირები, რათა ვენახები დაეცვა გაზაფხულზე ადიდებული ხევის წყლისაგან. მეურნეობას მეღვინის შტატი არ ჰქონდა, ამიტომ მეღვინის მოვალეობასაც ის ასრულებდა.

   1914 წელს დაინიშნა სტავროპოლის გუბერნიაში, პიატიგორსკის მახლობლად, ტემპელჰოფის საუფლისწულო მამულის მმართველად.

   ბატონი ალექსანდრეს თხოვნით, 1917 წელს, იგი დააბრუნეს ისევ მუკუზნის მეურნეობის მმართველად, სადაც დაჰყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. 1921 წელს, საქართველოს მთავრობის ბრძანებით, იგი წინანდლის საბჭოთა მამულის პირველ დირექტორად დაინიშნა. წინანდალში ბატონმა ალექსანდრემ მოაწყო კონიაკის ქარხანა. 1925 წელს წინანდალში დააარსა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სადაც ჰუმანიტარულ საგნებს ასწავლიდა მისი მეუღლე, ქალბატონი თამარი.

   1932 წელს დაინიშნა მუკუზნის მეურნეობის უფროს სპეციალისტად, იმავე წელს გადაჰყავთ წინანდლის თელიანის განყოფილების გამგედ.

   ბატონი ალექსანდრე 1938 წელს გარდაიცვალა.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 218 გვ.