The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვასილ კენკიშვილი

ვასილ კენკიშვილი
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1995  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვასილ კენკიშვილი დაიბადა 1911 წელს ქალაქ დუშეთში. 1933 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის (მებაღე–მევენახის) სპეციალობით.

   1933–1936 წლებში იგი მუშაობდა სოფელ ნაფარეულის სკოლის აგრონომ–მასწავლებლად, შემდეგ – დირექტორად. 

   1938 წლიდან უბრუნდება წარმოებას და 1943 წლამდე მუშაობს "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის უფროს მიკრობიოლოგად, შემდეგ – გამგედ. 1943–1952 წლებში – სოფელ მჭადიჯვრის სასოფლო საბჭოს უბნის აგრონომად, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 1986 წლამდე – ბოლნისის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგედ, "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ, ტექნო–ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლის უფროს ინსპექტორად, ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

   ვასილ კენკიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის დაარსებაში. 1978 წელს მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება, გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები, მინიჭებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი ვასილი გარდაიცვალა 1995 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 129 გვ.