The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გოგი ლორთქიფანიძე

გოგი ლორთქიფანიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1979  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გოგი ლორთქიფანიძე დაიბადა 1907 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეთში. დაამთავრა ქუთაისის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში. 1933 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

   1938 წელს იგი გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1941–1942 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში.

   გოგი ლორთქიფანიძემ მუშაობა დაიწყო ქუთაისის ღვინის ქარხანაში. შემდეგ მუშაობდა – ცაგერის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ, საჩხერის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ, და შემდეგ, დირექტორად, ზესტაფონის ღვინის ქარხნის დირექტორად, არგვეთის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, ქუთაისის ქარხნის მთავარ მეღვინედ.

   მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი გოგი გარდაიცვალა 1979 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 103 გვ.