The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვაჟა მამაიაშვილი

ვაჟა მამაიაშვილი
დაბადების თარიღი:1939  (86 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვაჟა მამაიაშვილი დაიბადა 1939 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. 1962 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1965–1968 წლებში სწავლობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.

   1962–1963 წლებში, მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილებაში უფროს მეცნიერ მუშაკად; 1970–1984 წლებში – მეღვინეობის ნორმირების სექტორის გამგედ. 1984 წლიდან იგი მუშაობს სიღნაღის ღვინის კომბინატში გენერალურ დირექტორად; სამრეწველო–კომერციული ფირმა "ქიზიყი"–ს გენერალურ დირექტორად; მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ "სამტრესტი"–ს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1999 წლიდან – თავმჯდომარედ.

   წლების განმავლობაში, მონაწილეობდა საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, შვედეთის, პორტუგალიის, დანიისა და სხვა ქვეყნებში გამართულ გამოფენა–კონკურსებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

   1995 წელს ინგლისში ჩატარებულ მსოფლიო დეგუსტაციაზე მისი ავტორობით შექმნილი სადესერტო ღვინო "ჩინებული" დაჯილდოვდა დიდი ვერცხლის მედლით.

   ბატონ ვაჟას გამოქვეყნებული აქვს 29 მეცნიერული შრომა. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 67 გვ.