Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
დავით მაღრაძე![]()
Biographyდავით მაღრაძემ 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ციტოლოგიის განყოფილებაში. 1988–1991 წლებში სწავლობდა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1994 წელს დაიცვა დისერტაცია. 2003 წელს დაინიშნა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა–სელექციის განყოფილების გამგედ. არის ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების აღრიცხვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი. 2003 წლიდან დ. მაღრაძემ სტაჟირება გაიარა მილანის და სევილიის უნივერსიტეტებში, აგრონომიული კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში INRA მონპელიეში, საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA–ში, საქართველო. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო პროექტებში, როგორც ხელმძღვანელმა და კოორდინატორმა კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. მათ შორის ისეთებში, როგორიცაა: "ვაზის ქართულის ჯიშების დაცვის მენეჯმენტი", "საფუვრები მდგრადი მეღვინეობისა და მევენახეობისათვის" და ა.შ. იგი ავტორია 75 სამეცნიერო სტატიისა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. არის 5 სამეცნიერო წიგნის ავტორი და რედაქტორი, რომელთაგან ერთ–ერთი 2013 წელს აღინიშნა "ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზით კატეგორიაში "მევენახეობა". მფლობელია 4 გამოგონების საავტორო პატენტის. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 281 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |