The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ფელიქს მაჭავარიანი

ფელიქს მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ინსტიტუტის კურსდამთავრებული, მეღვინე ფელიქს მაჭავარიანი, წლების განმავლობაში მუშაობდა მეღვინეობის კათედრაზე. იგი ლექციებს უკითხავდა და პრაქტიკულ საქმიანობას აცნობდა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დასწრებული და დაუსწრებელი განყოფილებების სტუდენტებს. უკანასკნელ წლებში სათავეში ედგა მეღვინეობის კათედრას და მეღვინეების აღზრდით იყო დაკავებული.

   ახალგაზრდობაში ბატონი ფელიქსი წარმატებით იცავდა მშობლიური ინსტიტუტის სახელს სხვადასხვა დონის ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებებზე.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 381 გვ.