The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



დავით მდივანი

დავით მდივანი
Date of birth:1878
Date of death:1945  (at 67 years)
Category:Manufacturer

Biography

   დავით მდივანი დაიბადა 1878 წელს ჩხარის რაიონის სოფელ საზანოში.

   1892 წელს დაამთავრა ქუთაისის პროგიმნაზია და შევიდა ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1897 წელს. 1897 წელს სწავლას აგრძელებს იალტის მევენახეობა–მეღვინეობის უმაღლეს კურსებზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1899 წელს, ღებულობს მევენახე–მეღვინის სპეციალობას.

   1899–1903 წლებში მუშაობს საუფლისწულო უწყების მასანდრის ცენტრალური ღვინის სარდაფში ჯერ მოვარჯიშე მეღვინედ, შემდეგ კი მეღვინის თანაშემწედ. 1903 წელს მუშაობას იწყებს ფრანგ ვიქტორ ტიებოსთან სოფ. დიმში, კლო–ჟღურულის მამულში. 

   1913 წელს დ. მდივანი გადაჰყავთ უფროს ინსტრუქტორად ქუთაისის საგუბერნიო მევენახეობა–მეღვინეობის კომიტეტში, ხოლო 1918 წლიდან სპეციალური საგნების მასწავლებლად და ხელმძღვანელობს პრაქტიკულ მეცადინეობას ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში.

   1928 წელს იგი ინიშნება უფროს მეღვინედ, ხოლო 1935 წლიდან დირექტორის მოადგილედ და მთავარ მეღვინედ თბილისის "სამტრესტი"–ს მეორე ღვინის ქარხანაში. 1943 წლიდან მუშაობს მთავარ მეღვინედ თბილისის პირველ ქარხანაში, ხოლო შემდეგ უვლის და პატრონობს ამავე ქარხნის საკოლექციო ღვინოების ბიბლიოთეკას.

   ბატონმა დავითმა, მშობლიურ სოფელ საზანოში, ჩამოაყალიბა 40–45 კაცისაგან შემდგარი კურსები, სადაც ახალგაზრდა გლეხებს ასწავლიდა ვაზის მოვლას, გაშენების წესს და ა.შ.

   იმერეთში, მევენახეობისა და მეღვინეობის ფართო ასორტიმენტის შექმნის მიზნით, დ. მდივანმა ყირიმიდან და სხვადასხვა რაიონებიდან შემოიტანა 80–მდე სხვადასხვა ჯიშის ვაზი, რომლებსაც თვითონ ცდიდა მამამისის მამულში წლების განმავლობაში. იგი ბევრი წიგნისა და ბროშურის ავტორია. გამოირჩეოდა დეგუსტაციის მაღალი თვისებებით, რაც ეხმარებოდა მეტად გემრიელი და მაღალხარისხოვანი შემაგრილებელი ღვინოების დაყენებაში. აღნიშნულ ღვინოებს სამრეწველო მნიშვნელობა ჰქონდა. ბევრჯერ ყოფილა დაჯილდოებული "სამტრესტი"–სა და საკავშირო კვების მრეწველობის კომისარიატის მიერ პროდუქციის მაღალხარისხოვნებისა და გადაჭარბებით შესრულებისათვის.

   დავით მდივანი გარდაიცვალა 1945 წელს.

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 61 გვ.