The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გული მოსიაშვილი

გული მოსიაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1914  (109 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გული მოსიაშვილი დაიბადა 1914 წელს თელავში. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1940–1942 წლებში, ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით მოღვაწეობას. 1945 წლიდან მუშაობს საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

   ბატონი გული ავტორია 126 სამეცნიერო ნაშრომისა და 14 გამოგონების. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ღვინოსა და ღვინის მიკრობიოლოგიას. 1962 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, 1964 წლიდან კი პროფესორი. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში.

   წყარო: მევენახეობის ენციკლოპედია: მე–2 ტომი; კიშინიოვი: მოლდავეთის საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია, 1987. - 240 გვ.