The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვასილ პეტრიაშვილი

ვასილ პეტრიაშვილი
Date of birth:1845
Date of death:1908  (at 63 years)
Category:Manufacturer

Biography

   ვასილ პეტრიაშვილი დაიბადა 1845 წელს სოფ. წილასყურში. ქართული წერა–კითხვა მამისაგან ისწავლა, 11 წლის თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს. სემინარიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ნოვოროსიისკის (ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე.

   1870 წელს დაინიშნა ოდესის უნივერსიტეტის ტექნიკური ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად. 1875 წელს დაიცვა დისერტაცია და არჩეულ იქნა ტექნიკური ქიმიის დოცენტად და ამავე კურსის ხელმძღვანელად. 1905 წელს მიღებულ იქნა ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად, ხოლო 2 წლის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორად.

   პროფ. ვ. პეტრიაშვილმა დატოვა მეტად ძვირფასი შრომები მეღვინეობაში, მერძევეობასა და ძმრის წარმოებაში. მისი შრომები წარმოადგენს პირველ ტექნიკურ ტრაქტატებს ქართულ ენაზე. მეღვინეობის, როგორც მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული ტექნოლოგიური დისციპლინის სახელმძღვანელო, რუსეთში ქართულ ენაზე პირველად პროფ. პეტრიაშვილმა დაწერა. ბატონმა ვასილმა ქართულ ენაში პირველმა შეიტანა მტკიცე მეცნიერული ნომენკლატურა და შექმნა ახალი ტექნიკური საბუნებისმეტყველო მეცნიერული ენა.

   1893 წელს, ჟურნალ "მოამბე"–ში იბეჭდებოდა მისი ნაშრომი "ღვინის დაყენება". იგი, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა საკვებ პროდუქტთა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. თითქმის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ოდესის სანიტარული ლაბორატორიის მუშაობას, მონაწილეობა მიიღო შესაბამისი კანონის პროექტის შემუშავებაშიც.

   ვასილ პეტრიაშვილი გარდაიცვალა 1908 წელს კარლსბადში.

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 48 გვ.