The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ავთო ქიტიაშვილი

ავთო ქიტიაშვილი
Date of birth:29 May, 1941  (82 years)
Category:Manufacturer

Biography

ავთანდილ ქიტიაშვილმა 1964 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი „კვების მრეწველობის პროცესები და აპარატების ინჟინერ-მექანიკოსის“ სპეციალობით. 1977-1981 წლებში სწავლობდა ოდესის ლომონოსოვის სახელობის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში „კვების მრეწველობის საწარმოთა პროცესები და აპარატების“ სპეციალობაზე.

1965 წელს მუშაობა დაიწყო „სამტრესტის“ გურჯაანის სარემონტო მექანიკურ ქარხანაში ოსტატად, ხოლო 1967 წელს - „სამტრესტის“ გურჯაანის სპირტის ქარხანაში მთავარ ინჟინერ-მექანიკოსად. 1971-1972 წლებში იყო „სამტრესტის“ გურჯაანის მექანიკური ქარხნის დირექტორის მოადგილე, ხოლო 1972-1975 წლებში - ამავე ქარხნის დირექტორი.

1976 წელს, ავთანდილ ქიტიაშვილი დაინიშნა „სამტრესტის“ საწარმოო გაერთიანების მთავარ-ინჟინრად, რის შემდეგაც, 1977-1979 წლებში ხდება ჯერ მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო შემდეგ „სამტრესტის“ საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი. 

1983-1985 წლებში ავთანდილ ქიტიაშვილი იყო „საქღვინმრეწვის“ კარდენახის ღვინის ქარხნის დირექტორი.

პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, ბატონი ავთო ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობასაც. ოდესის ლომონოსოვის სახელობის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მეღვინეობის დარგში, რის შემდეგაც 1981-1982 წლებში ავთანდილ ქიტიაშვილი იყო ქ. ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასევე, მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში. 1988-1990 წლებში იგი იყო „საქეთერზეთმრეწვპროექტის“ დირექტორი.

ავთანდილ ქიტიაშვილი არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს საავტორო მოწმობები.

1991-2007 წლებში იყო საგარეჯოს ბიზნესისა და კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის რექტორი.