The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თემურ ყაჭიური

დაბადების თარიღი:1946  (78 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    თეიმურაზ ივანეს ძე ყაჭიური დაიბადა 1946 წელს სოფელ მუკუზანში, პედაგოგების ოჯახში. 1961 წელს დაამთავრა ველისციხის საშუალო სკოლა, ხოლო 1968 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინე-ტექნოლოგის სპეციალობით. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1966 წელს, მუშად, მუკუზნის N 1 ღვინის ქარხანაში. 1968 წლიდან, ამავე ქარხანაში, საამქროს უფროსად დააწინაურეს, ხოლო 1970 წლიდან ოსტატი მეღვინეა. 1971 წლიდან 1980 წლამდე მუშაობდა ველისციხისა და მუკუზნის N 2 ღვინის ქარხნებში მეღვინე-ტექნოლოგად. 1980 წლიდან ვაჩნაძიანის ღვინის ქარხნის დირექტორია, ხოლო 1982-1992 წლებში - ვაჩნაძიანის საბჭოთა მეურნეობა-ღვინის ქარხნის გაერთიანების დირექტორი. 1993 წელს დააფუძნა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "მუკუზნის ღვინის მარანი" და 2001 წლამდე ხელმძღვანელობდა ამავე საწარმოს.