The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დუდუშა ყინჩიყიძე

დუდუშა ყინჩიყიძე
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1973  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

დუდუშა შალვას ძე ყინჩიყიძე დაიბადა 1924 წელს
ქ. ზესტაფონში .
1950 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგიის სპეციალობით . ამავე წელს დაიწყო მუშაობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქობულეთის რაიონის ჩაქვის ჩაის ფაბრიკის ტექნოლოგის თანამდებობაზე .
1954 წლიდან 1971 წლამდე მოღვაწეობდა საქართველოს სამსტრესტის გაერთიანების ზესტაფონის საკონიაკე ქარხნის დირექტორის თანამდებობით .
1971 წლიდან დუდუშა ყინჩიყიძე გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ შამხორის საკონსერვო ქარხნის დირექტორი და მოღვაწეობდა 1973 წლამდე, ამავე წლის
13 აგვისტოს დაიღუპა ტრაგიკულად .