The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



თამაზ ცერცვაძე

Date of birth:1 September, 1939  (84 years)
Category:Manufacturer

Biography

    თამაზ ცერცვაძე დაიბადა 1939 წლის 1 სექტემბერს. 1957 წელს დაამთავრა არგვეთის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა არგვეთის ღვინის ქარხანაში მუშად, სადაც იმუშავა ორი წელი. პარალელურად სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. მეორე კურსის დამთავრების შემდეგ გადავიდა დასწრებულ სწავლებაზე. ინსტიტუტის სოხუმში გადატანის გამო, 4 წელი სწავლობდა და ცხოვრობდა სოხუმში. ინსტიტუტს ამთავრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების ტექნოლოგის სპეციალობით და მუშაობას იწყებს საბჭოთა მეურნეობების ტრესტში – ზესტაფონის მექანიკური ქარხნის ინჟინერ–კონსტრუქტორად. 

    1981–1986 წლებში მუშაობდა სამ. ტრესტის თერჯოლის ღვინის კომბინატის დირექტორად, რომელიც აერთიანებდა 6 პირველად ღვინის გადამამუშავებელ და ერთ შამპანურის ქარხანას. 1993 წლიდან მუშაობას განაგრძობს თერჯოლის შამპანურის ქარხანაში წარმოების უფროსად და შემდეგ დირექტორად.

    2004 წლიდან თამაზ ცერცვაძე პენსიონერია.

    წყარო: ოჯახის წევრი.