The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე
Date of birth:1786
Date of death:1846  (at 60 years)
Category:Manufacturer

Biography

   ალექსანდრე ჭავჭავაძე – პოეტი, ქართული რომანტიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი და საზოგადო მოღვაწე – დაიბადა პეტერბურგში, 1786 წელს.

   სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.

   ალექსანდრე კარგი მეურნეც იყო, ხელს უწყობდა მევენახეობის განვითარებას, შემოჰქონდა ვაზის ახალი ჯიშები წინანდალში, მუკუზანსა და ნაფარეულში. 1835 წელს, 20 წლის ვადით, ბანკიდან 1 მილიონი მანეთი ისესხა მამულების გასაუმჯობესებლად – მოაწყო არყის სახდელები, გახსნა ღვინის სარდაფები თბილისსა და სტავროპოლში. აწარმოებდა მოლაპარაკებას ალავერდის სპილენძის ქარხანასთან 6 000 ფუთი სპილენძის შეძენის თაობაზე არყის სახდელი ქარხნისათვის.

   წინანდალსა და მის შემოგარენში თავადი ჭავჭავაძის ზვრები 90 ჰექტარზე იყო გაშენებული. ყოველ ვენახთან ცალკე მომცრო მარანი და მეზვრეებისათვის სახლი იყო აშენებული. მის მეურნეობაში წყლის 15 წისქვილი და აგურის ქარხანაც მუშაობდა. ქართული ვაზის ჯიშებიდან – რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი – სანაქებო ღვინოს ამზადებდა. მამულებიდან წლიურად 6 000 მანეთზე მეტ მოსავალს იღებდა და მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებისათვის დიდ თანხებს აბანდებდა.

   1935 წელს, წინანდლის მამულში, აშენდა საქართველოში ერთ–ერთი პირველი მარანი, სადაც დღემდე დაცულია უნიკალური ენოთეკა – სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 20 000 ბოთლი ღვინო.

   1846 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე ტრაგიკულად დაიღუპა.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 7 გვ.