Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
კოტე ჭოხონელიძე![]()
Biographyკონსტანტინე დიანოსის ძე ჭოხონელიძე დაიბადა 1904 წლის 23 თებერვალს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ტბეთში. 1928 წელს გახდა სსკპ წევრი და ახალგაზრდა პარტიული უჯრედის მდივანი მშობლიურ სოფელში. ამის შემდეგ დაინიშნა საქართველოს კპ ამბროლაურის რაიკომის ინსტრუქტორად, საიდანაც გაიგზავნა მაშინდელ ამიერკავკასიის უმაღლეს კომუნისტურ სასოფლო–სამეურნეო სკოლაში. 1937 წელს ინიშნება ვარციხის მევენახეობა–მეღვინეობის სამჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად. სამამულო ომის წლებში კ. ჭოხონელიძე სამჭოთა არმიის მეთაურთა შემადგენლობაშია, მიღებული ჰქონდა გერმანიაზე გამარჯვების მედალი, გარიბალდის ორდენი. 1944 წელს იგი რაიმიწგანის უფროსია. სხვადასხვა დროს იყო კრწანისის მეურნეობის დირექტორი, რესპუბლიკის „საქსოფლტექნიკის“ გაერთიანების მმართველის მოადგილე. 1951 წლიდან – მაიაკოვსკის რაიაღმასკომის თავმჯდომარეა. 1953–1970 წლებში მუშაობა დაიწყო "სამტრესტის" სისტემაში: ჯერ იყო საგარეჯოს ღვინის ქარხნის, ხოლო 1963 – 1970 წლებში მაიაკოვსკის რაიონის ვარციხის ღვინის ქარხნის დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში ვარციხის პროდუქცია ღვინო "სალხინომ" და კონიაკმა "ვარციხემ" ორჯერ მიიღო მსოფლიო დეგუსტაციაზე ოქროს მედლები. პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ქარხანათა სამმართველოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. იყო პერსონალური პენსიონერი. კონსტანტინე ჭოხონელიძე გარდაიცვალა 1972 წლის 28 აგვისტოს. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |