Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ზურაბ ბუბუტეიშვილი![]()
Biographyზურაბ ბუბუტეიშვილის ყმაწვილკაცობამ კონიაკის დამზადების სფეროში განვლო. პრივატიზაციის შემდეგ კომპანია “სარაჯიშვილი” ზურაბის მამის, ელგუჯა ბუბუტეიშვილის მფლობელობაში მოექცა. ზ. ბუბუტეიშვილი განათლებით სახელმწიფო მოხელეა – საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში და 1998 წელს, სწავლის დამთავრებისთანავე, მამის ბიზნესში ჩაერთო. მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მამას ეხმარებოდა, შემდეგ თითქმის ყველა პოზიცია გაიარა – გაყიდვების სამსახური, მარკეტინგი, სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატის წევრობა. 2006 წლიდან კომპანია “სარაჯიშვილის” გენერალური დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ზუსტად 2006 წელს იწყება კომპანიის რებრენდინგი. უკანა პლანზე გადაიწია ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა: “ენისელი”, “ვარციხე”, “გრემი”. კომპანია მიჰყვა საერთაშორისოდ აპრობირებულ პრაქტიკას და აბრევიატურები VS, VSOP და XO შემოიღო. დრო, როდესაც ზურაბ ბუბუტეიშვილმა კომპანიის მართვის სადავეები გადაიბარა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო “სარაჯიშვილის” ისტორიაში. 2006 წელს რუსეთის ემბარგომ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბევრი კომპანია გააკოტრა, ხოლო “სარაჯიშვილის” გაყიდვების მაჩვენებელი 70%-ით შეამცირა. ამის შემდეგ დღის წესრიგში აუცილებლად დადგებოდა უცხოურ ბაზრებზე გასვლის ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა. ახალი გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, “სარაჯიშვილმა” მოახერხა კრიტიკულ ვითარებაში ძალებისა და რესურსების კონსოლიდირება და, მცირე პერიოდში, შეძლო გაძლიერებულიყო. რებრენდინგისა და პროდუქციის დასახელებების საერთაშორისო აბრევიატურებზე გადაყვანის გარდა, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიცირება და სრულიად ახალი, კომერციულად გამართლებული პროექტების განხორციელება მოხერხდა. 2015 წლისათვიოს, კომპანია “სარაჯიშვილი” კონიაკის ინდუსტრიის ლიდერია ქვეყანაში და ბაზრის 70% უჭირავს. რაც შეეხება ექსპორტს, პროდუქცია 20-მდე ქვეყანაში გადის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ჩინეთში. 2014 წელს, ჩინეთში “სარაჯიშვილმა” დაახლოებით 25 000 ბოთლი XO გაიტანა. რაც შეეხება საექსპორტო და შიდა ბაზრების მოცვას, თუკი რუსეთის ემბარგომდე ბაზარზე 2,5 მილიონი ბოთლი “სარაჯიშვილი” გადიოდა, 2015 წლისათვის რიცხვი 5 მილიონს აღემატება. მათ შორისაა განსაკუთრებულად ძვირფასი მარკებიც, რომელთა თითო ბოთლის ფასიც რამდენიმე ათას აშშ დოლარს უტოლდება. თვალსაჩინო მაგალითია მარკა “მეოცე საუკუნე”. აღნიშნული მარკის კუპაჟში მონაწილეობას იღებენ მეოცე საუკუნის ყველა ათწლეულის ქართული საკონიაკე სპირტები, რომელთაგან ყველაზე ძველი 1905 წელს, თვით დავით სარაჯიშვილის უშუალო მონაწილეობით არის გამოხდილი, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 1993 წელს შეიქმნა. სულ 17 სხვადასხვა ასაკის სპირტია გამოყენებული. გარდა “მეოცე საუკუნისა”, 2003 წელს, დავით სარაჯიშვილის იუბილესთან დაკავშირებით, დაამზადეს 100-წლიანი დაძველების კონიაკი “სარაჯიშვილი საიუბილეო”, რომლის კუპაჟში შევიდა დავით სარაჯიშვილის მონაწილეობით 1893 და 1905 წლებში გამოხდილი ორი სახის სპირტი. აღნიშნული მარკა წარდგენილ იქნა საერთაშორისო დეგუსტაციაზე და დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო – “სუპერ გრან-პრი”. კომპანია “სარაჯიშვილი” სავენახო მეურნეობასაც შეეჭიდა. კახეთში გაშენებულია 100 ჰექტარი ვენახი. იგეგმება მისი გაზრდა 500 ჰექტარამდე. გარდა ამისა, გეგმაშია სპირტის სახდელი ქარხნის აშენება.2009-2010 წლებში დაიწყეს არყის წარმოებაც. წყარო: http://forbes.ge/news/515/meoce-saukunis-matiane-boTlSi
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |