The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ავთო გორგოძე

ავთო გორგოძე
Date of birth:25 February, 1928
Date of death:1 April, 1994  (at 66 years)
Category:Manufacturer

Biography

    ავთო გორგოძე დაიბადა სოფელი ფერსათში (ახლანდელი ბაღდათის რაიონი).

    1949 წელს დაამთავრა თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი მეღვინეობის განხრით, ინჟინერ ტექნოლოგის სპეციალობით.

    იგი მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს "სამტრესტის" სისტემაში: 1949-1950 წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის საბჭოთა მეურნეობის პუნქტების მეღვინე; 1950-1952 წწ. ბორჯომის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე; 1952-1953 წწ. თბილისის N2 ღვინის ქარხნის ჩამოსხმის საამქროს უფროსი; 1953-1954 წწ. ქ. სტალინოს (უკრაინის სსრ) ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე; 1954-1955 წწ. მარნეულის რაიონის სოფელ ყულარის საბჭოთა მეურნეობის მეღვინე; 1955-1957 წწ. მაიაკოვსკის (ბაღდათის) რაიონის სოფელ დიმის სპირტსახდელი ქარხნის გამგე; 1957-1958 წწ. ქ. თბილისის N1 ღვინის ქარხნის მეღვინე ბრიგადირი; 1958-1962 წწ. ქ. თბილისის საწარმოო კომბინატის მეღვინეობის მეორადი პროდუქტების საამქროს უფროსი; 1962-1973 წწ. თბილისის საწარმოო კომბინატის არყის ჩამოსხმის საამქროს უფროსი; 1973-1982 წწ. საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს საქონლის ხარისხის და ვაჭრობის სახელმწიფო ინსპექციის მთავარი სამმართველოს ღვინო-არყის განყოფილების სახელმწიფო ინსპექტორი; 1982-1984 წწ. მაიაკოვსკის (ბაღდათის) რაიონის სოფელ წითელხევის ღვინის ქარხნის უფროსი ოსტატი; 1984-1986 წწ. მაიაკოვსკის რაიონის ღვინის კომბინატის დირექტორი. 

    1994 წელს ბატონი ავთო გარდაიცვალა.