The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



იაკობ ზუბალაშვილი

იაკობ ზუბალაშვილი
Date of birth:1792
Date of death:1864  (at 72 years)
Category:Manufacturer

Biography

   ალკოჰოლური სასმელების ქარხნული წარმოება საქართველოში XIX საუკუნის 20–იანი წლებიდან განვითარდა. ამ მხრივ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გამოჩენილ მეცენატსა და მეწარმეს – იაკობ ზუბალაშვილს. ზუბალაშვილი დაიბადა 1792 წელს. იგი იყო პირველი ცნობილი დიდვაჭარი სტეფანეს ძმა.

   იაკობმა თავისი საქმიანობა არყის წარმოებით დაიწყო ქუთაისში. იმ დროს, დასავლეთ საქართველოში, არც ერთი საწარმო არ არსებობდა. მან არყის წარმოებით დიდძალი ფული იშოვა და საქმიანობის გაფართოება თბილისში გადაწყვიტა. 1835–1836 წლებში, დიდუბის გერმანული კოლონიის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც თბილისის გიმნაზიის პედაგოგ ემერიხს ეკუთვნოდა, იაკობმა უცხოელ ვატმანთან ერთად არყის სახდელი ქარხანა გახსნა. თავდაპირველად, განზრახული ჰქონდა არყის დასამზადებლად ხორბლის სპირტი გამოეყენებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1837 წელს მან ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა აამუშავა, წარმოებაში შაქრის ნარჩენებს იყენებდა. არყის სახდელმა ქარხანამ 7–8 წელი იარსება და, 1842 წელს, შიდა კონფლიქტის გამო, ქარხანა დაიხურა.

   შაქრის ნარჩენები აუთვისებელი რომ არ დარჩენოდა, იაკობმა თბილისელ პეპინოვთან ერთად რომისა და არყის წარმოება გახსნა. მას ქუთაისსა და შორაპანშიც გააჩნდა არყის სახდელი ქარხნები. ნაწარმის უმეტესი ნაწილი შავიზღვისპირა და რუსეთის დიდ სამრეწველო ქალაქებში იგზავნებოდა. 1837 წელს, ზუბალაშვილის თაოსნობით, პირველად საქართველოში, სავაჭრო ამხანაგობა ჩამოაყალიბდა.

   1843 წელს მან დიდი ქარვასლა ააშენა, რომელშიც 10 სავაჭრო მაღაზია, საწყობები, ღვინის სარდაფები და 71 სასტუმრო ოთახი იყო განთავსებული. მანვე ააგო ეკლესია ქუთაისში, დააფუძნა სააფთიაქო, სამშენებლო და სავაჭრო კომპანიები, ჯავახეთში ააშენა სკოლები, თბილისში – საცხოვრებელი სახლები, ეკლესია, სკოლები, პურის საცხობები, ზრუნავდა ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლა–განათლებაზე, იყო მრავალი სასიკეთო საქმის წამომწყები და სულის ჩამდგმელი.

   ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების გამო, თბილისის ერობამ ძმებს – ლევან, სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილებს, 1913 წელს, თბილსის საპატიო წოდება მიანიჭა. თბილისის ცენტრალურ ნაწილში კი ერთ–ერთი ქუჩა მათ სახელს ატარებს.

   1864 წელს იაკობ ზუბალაშვილი გარდაიცვალა.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 207 გვ.